ნინი ქარსელაძე კარიერის ასაწყობად რუსეთში მიემგზავრება – „ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ…“

0
2626

ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალი ნინი ქარსელაძე აღნიშნავს, რომ იანვრიდან საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება.

„ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანი არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, აღნიშნავს ნინი ჟურნალთან საუბრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here