ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ჩივის იმის შესახებ, რომ გრიპიანი და სიცხიანი ადამიანები ქუჩაში დადიან და ვირუსით სხვებსაც აავადებენ. მომღერალი აღნიშნავს:
„რატომ დადიხართ ვირუსიანები, სიცხიანები და კოცნით ყველას 2-2-ჯერ, ამიხსენით რა… მთელი თბილისი წევს, რა უბედურებაა და მეც გადამედო, როგორც იქნა, ეს ვირუსი. ჩვეულებრივი ეპიდემიაა ქალაქში ყოველ სეზონზე იმიტომ, რომ არ ვიცით და არ გვაქვს შეგნებული, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, თავს მოუაროს და არ გადასდოს სხვას…“
გრიპით გამოწვეული გართულებების გამო ლელა წურწუმიამ, რომელიც ბოლო დღეებია, ავად არის, ქუთაისში გამგზავრება ვერ შეძლო, სადაც ერთ-ერთ რესტორანში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ მამულიჩამ „ფეისბუქზე“ დაწერა.
„ჩემო მეგობრებო, სამწუხაროდ ხვალინდელი კონცერტი, რომელიც ანშლაგით უნდა ჩატარებულიყო ქუთაისში, რესტორან „ამირანში“, გადაიდება ორი კვირით და ჩატარდება 15 დეკემბერს, ლელას ავადმყოფობის გამო, საშინელი ვირუსი შეხვდა გასტროლზე, ყველანაირად ვეცადეთ, ბოლო დღემდე ფეხზე დაგვეყენებინა , მაგრამ ამაოდ. ბოდიშს გიხდით ყველას და გელოდებით გელოდებით 15-ში…“