სტელა ანდრიუკი, რომელმაც ავარიის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა – „ავიწყდებათ, რომ პროთეზი მაქვს…“

0
1715

35 წლის სტელა ანდრიუკი „ქალები საქართველოდან Women of Georgia“-ს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდზე უყვება. ავარიის შემდეგ მან ფეხები დაკარგა, თუმცა სულით არ დაცემულა და ცხოვრების გაგრძელება შეძლო. სტელა წერს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოში შშმ პირებს ექმნებათ.

„ავარია

2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს ვთხოვდი გონება არ დამეკარგა. სანამ სახანძრო მოვიდა მანქანა აფეთქდა, მესამე ვინც იჯდა მანქანაში, ის ბიჭი დაიწვა.

თურმე მე ჩემი ხელით დამირეკავს მამასთვის, ჩემი ხმა რომ გაეგო, რომ ცოცხალი ვარ. ჩემი ხელით გავიხადე სანდლები, მერე კი აღარ მახსოვს არაფერი. სხეულის 55% დამწვარი მქონდა, მანქანაში ტყავის სალონი იყო და ყველაფერი სხეულზე მქონდა მიკრული. სამი დღე ვიყავი აპარატზე შეერთებული, ისეთი მდგომარეობა მქონდა, ახლა აქ არ უნდა ვიჯდე, ცოცხალი არ უნდა ვიყო. ექიმი მეუბნებოდა ბუნების კანონები დაარღვიეო, გადარჩენის 1%-ს არ მაძლევდნენ.

პირველი ოპერაცია 2 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთეს. პირველ რიგში ფეხების ამპუტაცია მოხდა, გადარჩენა შეუძლებელი იყო, სახსრები სულ დამწვარი მქონდა. მამას ხელი მოაწერინეს, რომ გაერისკათ იმიტომ, რომ დიდი რისკი იყო ცოცხალი ვერ დავრჩენილიყავი. ოპერაციის მერე რომ გავიღვიძე, არ ვიცოდი რომ ამპუტაცია გამიკეთდა, ვერ მეუბნებოდნენ, ეშინოდათ ეთქვათ და რამე არ დამმართნოდა. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here