ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ ნინი ბადურაშვილს „ფეისბუქის“ კედელზე ირაკლი მაქაცარიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოუქვეყნა და დააწერა: „რა კარგი წყვილი ხართ… გითხარი, დაგიჭერთ-მეთქი და აი…“ ნინიმ ამ ფოტოზე ბევრი იცინა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნინი და ირაკლი მხოლოდ მეგობრები არიან, თუმცა ანრი ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ეს დღის თემა იქნება.