„ევროვიზიის“ ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო

0
2000

2017 წლის საბავშვო „ევროვიზია“ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტარდება. ამ თემასთან დაკავშირებით, 17 ნოემბერს, მოსამზადებელი სამუშაოების დასკვნით ნაწილს მედიასთან მისი ორგანიზატორები შეაჯამებენ. პრესკონფერენციას დაესწრებიან 2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი – სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი – გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე,

ჟურნალისტებს პირველად  ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ საკონცერტო დარბაზი რეჟისორთან ერთად, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

რაც შეეხება ბილეთებს, მათი გაყიდვა დღეიდან დაიწყო. მსურველებს ბილეთების შეძენა ელექტრონული სახით tkt.ge-ზე და თბილისის საკონცერტო დარბაზში 10 და 15 ლარად შეეძლებათ.

26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო „ევროვიზიის“ გრანდიოზული კონკურსი გაიმართება, მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის იქნება გრიგოლ ყიფშიძეც, რომელიც საერთშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here