New One-ის ახალი კლიპი 6 დეკემბერს გამოვა (ფოტოები)

0
1578

ქართული ჯგუფი New One, რომელმაც სახელი სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის „Artificial Love“-ის ახალი ვერსიით და მასზე გადაღებული კლიპით გაითქვა, რიგით მეორე ვიდეორგოლზე მუშაობს. სიმღერის სახელწოდებაა „Reality“ და ის დათო ევგენიძესა და ანრი ბასილაიას ეკუთვნით. ჯგუფმა ეს კომპოზიციაც საკუთარ სტილს მოარგო.

კლიპზე მუშაობა უკვე დასრულებულია. მისი პრემიერა 6 დეკემბერს „ნანუკას შოუში“ შედგება. ჯგუფი ასევე გეგმავს მის საკლუბო პრეზენტაციასაც.

კლიპზე, ისევე, როგორც პირველი ვიდეოს შემთხვევაში, იუგო მორისმა იმუშავა, ამჯერად GD Recreation-თან ერთად. როგორც შევიტყვეთ, კლიპს სიუჟეტური ხაზი ექნება.ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here