დევიდ ლინჩი ქართველ თაყვანისმცემლებს 20 ნოემბერს თბილისში შეხვდება

0
1783

ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი 20 ნოემბერს ქართველ თაყვანისმცემლებს კლუბში „ხიდი“ შეხვდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია“ ავრცელებს, რომელსაც რეჟისორი და მუსიკოსი, გიგა აგლაძე ხელმძღვანელობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, შეხვდეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორ დევიდ ლინჩს, რომელიც გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას კინოინდუსტრიაში და ისაუბრებს შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით“.

შეხვედრა ხუთ საათზე დაიწყება და რვის ნახევრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე გაიგზავნება შეზღუდული რაოდენობის მოსაწვევები, რომლის პასუხსაც მიიღებთ 16 ნოემბერს, მეილზე.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here