„რა? სად? როდის?“ ცნობილი კაპიტანი, დავით რაფავა სამთავრობო ცვლილებებს იუმორისტული კომენტარით ეხმიანება. რაფავა აღნიშნავს: „რა სიმბოლურია, რომ ქართული სპორტი ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიაბარეს…“. შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამიერიდან სპორტიც დაემატება.
დავით რაფავას კომენტარს შესაბამისი იუმორისტული გამოხმაურებები მოჰყვა.
„მკვდარი მკვდარს აეკიდა…“
„ის ანეკდოტი გამახსენდა, გულშემატკივარი რომ ეძახის ტრიბუნიდან ფეხბურთელს, „ე, ბიჯო, გაინძერი, ხე არ ეგონო ძაღლსო“
„გადავიდა მოგონებაში“
„მალე იუნესკოს დაცვის ქვეშ გადავა“
„იუნესკო-ს „არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში“ დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს“