დათო ევგენიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე: „შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, მაგრამ…“

0
2654

დათო ევგენიძემ გადაცემა „სხვა მხარეში სტუმრობისას თავისი მოსაზრება ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაზე გამოთქვა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის ორი ერთი სქესის ადამიანის დაქორწინება მიუღებელია.

დათო ევგენიძე:

როდესაც ერთსქესიანთა ქორწინებაზეა ლაპარაკი, არავინ ითვალისწინებს, რომ ამით ეძლევათ უფლება, ჰყავდეთ შვილი, რომელსაც შენ უკეთებ პროპაგანდას, რომ ასე უნდა იცხოვროს. როცა დედაც დედა ჰყავს და მამაც დედა, მამაც მამა და დედაც მამა, ის ბავშვი უყურებს, რომ ეს ჩვეულებრივია. ჩვენ იმ ბავშვის უფლებებს ვლახავთ, რომელიც ასეთ ოჯახში იზრდება. თუ თანასწორ უფლებებზე ვლაპარაკობთ, ამის უფლება არ აქვთ, რომ ბავშვი გაზარდონ პროპაგანდაში.

საერთოდ, ეს მგონია ფინანსური ორგანიზაციების ფულის ტრიალის ხერხი. რატომ უნდა ჩამიტარო აღლუმი? რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები? შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, ღმერთმა გაგიმარჯოს. თავისი არჩევანია. არავინ არანაირ უფლებებს არ ართმევს. მაგრამ როდესაც შენ ითხოვ ქორწინების დაკანონებას, შენ არღვევ იმ ბავშვის უფლებას, რომელიც უნდა აიყვანო და გაზარდო. კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა.ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here