2 ნოემბერს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ ჯაზური ჰანგების მოყვარული საზოგადოება ჯაზფესტივალის მეოცე საიუბილეო საღამოზე შეიკრიბა. „ისთერნ ფრომოუშენსმა“ წარმოგვიდგინა საინტერესო ფილმი ფესტივალის ისტორიის შესახებ, რომელიც სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. საბჭოთა კავშირში ჯაზარტისტების სტუმრობისა და მათი კონცერტების ამბებს გაიოზ კანდელაკი მოუთხრობს მაყურებელს, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამა თუ იმ კონცერტიდან ჯაზფესტივალის ერთული სტუმრები, მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები იხსენებენ…
„ისთერნ ფრომოუშენსმა“ წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი სახელგანთქმული მუსიკოსი ჩამოიყვანა საქართველოში და ამ ტრადიციას სიამოვნებით აგრძელებს. ამ საქმეში მათ დიდ დახმარებას უწევს „თი-ბი-სი“ ბანკი, რომლის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე სცენაზე ავიდა, კიდევ ერთხელ მიულოცა კომპანიას აქტიური ჯაზსაქმიანობის 20 წელი და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორს საჩუქრად ნახატიც გადასცა. თავად გიორგი კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამაზე, რომელიც 2-5 ნოემბრის ჩათვლით მსმენელს ელოდება. გუშინდელი კონცერტის შემდეგ დაგეგმილია ცნობილი საქსოფონისტის, ჯო ლოვანოს გამოჩენა „ივენთ ჰოლის“ სცენაზე, 5 ნოემბერს კი დიდ საკონცერტო დარბაზს ქართველები დაიპყრობენ, პაპუნა შარიქაძის სპეციალური სტუმარი ედი გომესი იქნება, ბექა გოჩიაშვილი კი, ტრადიციისამებრ, არერთი „გრემის“ მფლობელ სტენკლი კლარკთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე. დაგეგმილია საინტერესო მასტერკლასების ჩატარებაც, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის… ფოტოები + ვიდეოგალერეა