„ქაოტური წესრიგი“ – ასე შეიძლება დავახასიათოთ ორი სიტყვით ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია, რომლითაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე მოწყობილ კომფორტულ სივრცეში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ნამუშევრები წარადგინა. თეთრი, წითელი, მწვანე, პასტელური ფერები, უამრავ, მათ შორის მბზინავ და ბრჭყვიალა ფაქტურასთან თამამი თამაში და მრავალნაირი ტიპის სამოსისა და ნაჭრის ერთ ლუქში გაერთიანება არის ის, რაც დიზაინერმა ძალიან წარმატებულად მოახერხა. საინტერესოა, რომ აქ ნახავთ როგორც ძალიან ქალურ იმიჯებს, მათ პარალელურად, ბიჭური, ხულიგნური ტიპის ჩაცმულობებსაც, რომელთა მოხდენა გოგონებს ასე კარგად შეუძლიათ ხოლმე… ავთანდილის კოლექციაში ასევე ნახავთ შარვლებზე მორგებულ ქვედაბოლოებსა და კაბებს, რომლებიც დამსწრე საზოგადოებისთვის მისაღები შეხამება აღმოჩნდა. სრულად + ფოტოგალერეა