91 წლის კინორეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი გია ყანჩელის მუსიკაზე 12 დეკემბრიდან კინოთეატრებში!..

0
680

91 წლის ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე, ისევ ფორმაშია. მან გადაიღო ფილმი, რომლის პრემიერაც 12 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში შედგება. ფილმის სახელწოდებაა „ოქროს ძაფი“. მასში ცნობილი სამსახიობო ანსამბლი მონაწილეობს, მათ შორის ზურა ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია და სხვანი.

ფილმისთვის მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა.

რაც შეეხება ფილმის შინაარსს, მისი მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი.
უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება. ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა ყოფილი სანჭოთა მაღალი ფუნქციონერია, რომელმაც ერთ დროს აკრძალა ელენეს წიგნი.
ამასობაში ყველას დაავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი, რომელსაც ასევე “ფეხებმა უმტყუნა”. ორ მარტოსულ ადამიანს შორის იფეთქებს ოდესღაც უარყოფილი სიყვარული.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here