83 წლის ასაკში ლედენდარული მსახიობი, გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

0
1780

თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი, 1933 წლის 12 მაისს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, მუშაობდა რუსთავისა და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ბერიკაშვილი საქართველოს დამსახურებული სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატია. 2008 წლის 15 მაისს კი მსახიობს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here