ღვინო, დროს ტარება, მხიარულება ეს ის ნაცნობი სიტყვებია, რომლის არსი და დანიშნულება ქართველებს, ნამდილად არ გვეშლება და დოზაზე მეტად გაცნობერებული გვაქვს. ხანდახან ჩვენში ღვინის მცოდნეობის ექსპერტიც ბრჭყალებში, რომ ვთქვათ ყველა მეორეა, თუმცა ერთხელ მაინც ვენახში ყურძნის კრეფაზე მონაწილოებაც საკმარისია და ამ სფეროს მცოდნეებთან გასაუბრება, რომ თქვენი სიტყვების უკან წაღება მოგიწევთ, რადგან აქ აღმოჩნდება, რომ თითქოს არც არაფერი გცოდნიათ. ამ ყველაფერში მას შემდეგ დავრწმუნდით რაც, ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, GWS-მა, თელავში ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური მოაწყო. ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის რთველში მონაწილეობის მიღება პირველი აღმოჩნდა, მაგრამ საქმე როდესაც ყურძენს და მითუმეტეს ღვინოს შეეხება, აქ მთავარია მონდომება და უნდა ავღნიშნოთ, რომ თავი მშვენივრად გავართვით.
Home Uncategorized 8000 წლიანი ისტორიით გაცოცხლებული “ბახუსის ფესტივალი” და პრეს-ტური ჟურნალისტებისთვის