8 მარტს ლელა წურწუმია ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად კონცერტს გამართავს. ლელას დიდი ხანია, ამგვარი ლაივკონცერტები აქვს ბენდთან ერთად, რომლებიც ხშირად იმართება და სრული ანშლაგებით მიმდინარეობს.
ამჯერად ლელამ თავად დააანონსა სარვამარტო კონცერტი, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართება.
„ტრადიციას არ ვარღვევ, მესამე წელია, ერთად ვხვდებით გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს. ასე რომ გელოდებით დიდი სიყვარულით, შეხვედრამდე“, აღნიშნა ლელამ ვიდეომიმართვაში.