6 ოქტომბერს თბილისობაზე ახალი მიუზიკლის „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა შედგება

0
1321

„თბილისური ვოდევილი“, ახალი მიუზიკლის პრემიერა ევროპის მოედანზე 6 ოქტომბერს გაიმართება. მუსიკალური მხარე კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, დადგმა კი დათო დოიაშვილს. დიდი ხნის მეგობრები ერთად მუშაობენ პროექტზე, რომელშიც რუსას სრულიად ახალი და რამდენიმე ძველი მელოდია შევა და მათ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და მუსკომედიის თეატრის მსახიობები შეასრულებენ.

პროექტის ავტორს, რუსა მორჩილაძეს მეტი დეტალისთვის დავუკავშირდით.

რუსა:

დათო დოიაშვილმა გააერთიანა და დადგა ქართული პიესების ნაკრები, ჩემს განუყრელ მეგობართან ერთად ვმუშაობ (იღიმის), შეიქმნა ერთი დიდი ხაზი, რომლის მუსიკალური მხარე მე მეკუთვნის. დავწერე ახალი მელოდიები, რომელთა არანჟირებები ეკუთვნით ცირა ბზიშვილსა და ბორიკო შხიანს, ტექსტი: ირინა სანიკიძესა და დათო დოიაშვილს. ახალ მიუზიკლს „თბილისური ვოდევილი“ ჰქვია და მას 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე წარვადგენთ. მიუზიკლი 20:00 საათზე დაიწყება.

მონაწილეობენ მუსიკომედიის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები. ახალ მელოდიებთან ერთად მოისმენთ ჩემს რამდენიმე ძველ სიმღერასაც, რომელთაც სრულიად ახალი არანჟირებებით ავაჟღერებთ, შეიძლება, ზოგიერთი კომპოზიცია ვერც იცნოთ (იღიმის). არის დუეტები, კვარტეტებიც… ზოგიერთ ძველ სიმღერას ახალი შემსრულებლები მღერიან…

რაც შეეხება სიუჟეტს,მზე ბნელდება და ამ მოვლენას ქართველები, ებრაელები, სომხები, ბოშები, ფრანგები, თავისებურად უმღერიან, ზოგი ნერვიულობს, ზოგი გლოვობს, ქართველები, რა თქმა უნდა, ქეიფობენ (იცინის).

გაკეთდა ძალიან საინტერესო დეკორაციები, შეიქმნა ახალი კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, მაყურებელს სასიამოვნო სანახაობა ელოდება…

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here