6 ოქტომბერს გიორგი ჩიქოვანის სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართება

0
1965

6 ოქტომბერს, კარაოკე-ბარში „მუშთაიდი“ გიორგი ჩიქოვანის ახალი სიმღერისა და ვიდეოს პრემიერა გაიმართება. სიმღერის სახელწოდებაა YOUR GOIN DOWN. ახალ სიმღერაზე ვიდეო იუგო მორისმა გადაიღო. შეგახსენებთ, რეჟისორმა მცირე ხნის წინ ჯგუფთან New One ითანამშრომლა, როდესაც „Artificial Love“-ის ქავერის ვიდეო გადაიღო, ასევე მასვე ეკუთვნის სალიოს (სალომე კორკოტაშვილი“ ცნობილი კლიპიც სიმღერაზე „Wayside“.

კლიპის პრეზენტაციის შემდეგ მუსიკალური საღამოც გაიმართება, სადაც თავად ღონისძიების მთავარი მასპინძელის, გიორგი ჩიქოვანის გარდა, სცენაზე გამოვლენ ძმები გულაშვილები, გიგი ადამაშვილი, ანდრია გველესიანი, მიშო სულუხია და იოანე არაბული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here