5 ყველაზე აბსურდული ჭორი ქეითი ფერის შესახებ

0
42

ქეითი ფერიზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოგონილი ყველაზე მსუყე ჭორების ხუთეული პორტალმა Gossip Cop-მა გამოაქვეყნა და ყველაზე აბსურდული 5 ამბავი შეგვახსენა, რომლებიც ფერის შესახებ გავრცელებულა.

1. თებერვალში ჟურნალი OK! წერდა, რომ ქეითი ბოიფრენდისგან ჯონ მაიერისგან პირველ შვილს ელოდებოდა. თუმცა, აჟიოტაჟის ატეხვის შემდეგ პერისთან დახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ ჭორები სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდა.

2. სხვათა შორის, კვლავ ორსულობას უკავშირდება მეორე ხმაურიანი ჭორიც – ოღონდ ამჯერად რობერტ პატინსონისგან – ამჯერად ამავე OK!-მ ფერი უკვე “ბინდის“ ვარსკალვისგან დააფეხმძიმა.

3. უკვე მესამე შემთხვევაში ჟურნალი Star ამტკიცებდა რომ ქეითისა და რობერტს სერიოზული რომანი ჰქონდათ გაჩაღებული, მათი ურთიერთობა კი ვითომ ფილმ “The Rover”-ის პრემიერაზე დაიწყო სადაც ქეითი და მსახიობი ერთმანეთს არ შორდებოდნენ.

4. სხვათა შორის, ჭორიკნებს არ ჩამორჩა გამოცემა Daily Mail – როგორც ტაბლოიდი ამტკიცებდა, ქეითის ახალი რომანი Florence And The Machine-ის წევრთან, რობერტ აკროიდთან ჰქონდა გაჩაღებული, თითქოს წყვილმა O2 არენაზე გაიცნო ერთმანეთი და ერთ ღამეში ისე დაახლოვდა, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ.

5. და ბოლოს რიგით მეხუთე, ყველაზე გემრიელი ლუკმა, რომელშიც ამჯერად ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი, ოსკაროსანი ჯარედ ლეტო გარიეს – OK!-ს განცხადებით, ჯარედი წლების განმავლობაში ქეითითი გახლდათ მოხიბლული. გამოცემა ამტკიცებდა, რომ მომღერალი და ჯარედი ეთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები, თუმცა, მიუხედვაად ამ ჭორის კარგი ჟღერადობისა, ხმები არ გამართლდა. ჯარედს ქეითისთან რომანი არ გაუბამს…