ბერა ივანიშვილმა საქართველოში უმასპინძლა ცნობილ მოგზაურს, დრიუ ბინსკის (Drew Binsky), რომელმაც „ფეისბუქზე“ თავის გვერდზე, დაახლოებით მილიონნახევარი მიმდევრით, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს 5 რაღაცაზე, რაც საქართველოში ყველაზე მეტად მოეწონა.
როგორც ბერამ დაწერა, სიამოვნებით უმასპინძლა დრიუს საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში და აზიარებს ვიდეოს, რომლის შექმნისას ბევრი იხალისეს.
„სტუმარმასპინძლობა ჩვენთვის ყველაფერია. გვჯერა, რომ ყველა სტუმარი ღვთის გამოგზავნილია და ნებისმიერი სტუმარი შეიძლება, თავად ღმერთი იყოს“, აღნიშნავს ბერა ვიდეოში.
არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ცნობილი მოგზაურის ხუთეულში ხინკალმა და ღვინომ საპატიო ადგილი დაიკავა.