5 ქართველი ტოპგოგონა, უცხოური საიტის მიხედვით, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ

0
1790

ყაზახური საიტი look.tm აქვეყნებს სტატიას იმ ხუთი ქართველი ტოპგოგონას შესახებ, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ.

როგორც საიტი წერს, დემნა გვასალიას მიმართ მსოფლიო მოდის კანონმდებლების დიდ ყურადღებას ზოგადად ქართული მოდის მიმართ ყურადღებაც მოჰყვა, ამიტომაც გადაწყვიტეს, საკუთარ მკითხველს გააცნონ ხუთი ქართველი „ის გოგონა“.

პირველი თაკო ნაცვლიშვილია, რომელმაც, საიტის ცნობით, სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. „გოგონას ჯერ 20 წელი არ შესრულებია და მოდის სფეროში უკვე საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია. ის მონაწილეობდა „კელვინ კლაინის“ სარეკლამო კამპანიაში, „ჯორჯო არმანის“, „ვერსაჩეს“, „დოლჩე და გაბანას“, „იოჯი იამამოტოს“ სამოსს წარმოადგენდა და „დიოს“ სახეც კი გახდა. წერდნენ იმის შესახებ, რომ „არმანის“ ერთ-ერთი ჩვენების დროს ლეონარდო დი კაპრიოს ყურადღებაც კი მიიქცია“.  ვრცლად ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here