ნანუკა გულუა „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ ეთერში პასუხობს გია ჯაჯანიძის კითხვას, გააჩენდა თუ არა კიდევ შვილს:
„თუ საკუთარი თავი არ ვიპოვე, არ დავიბრუნე, თუ წონასთან ერთად, ჯანმრთელობა და თავდაჯერება არ დავიბრუნე, ასე ჩემს სამ, ოთხ და ხუთ შვილს არ გამოვადგები. ის, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სასწაულად მივიღე. ჯერ უნდა დავიბრუნო საკუთარი თავი. როცა საკუთარ თავს დავიბრუნებ, 43 წლის ასაკში კიდევ თუ დავორსულდი, აუცილებლად გავაჩენ!..“




