“40 დღე გავიდა დედაჩემის გარეშე. ეს 40 დღე მთელ საუკუნედ მომეჩვენა“ – მიშო სულუხია

0
2610

მომღერალი მიშო სულუხია, გარდაცვლილ დედას სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის. მიშას დედა დაახლოებით თვენახევრის წინ, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

“40 დღე გავიდა დედაჩემის გარეშე. ეს 40 დღე მთელ საუკუნედ მომეჩვენა. სამძიმრებზე ნამდვილად ვერ ვაანალიზებდი კარგად რა მოხდა და ყველაზე მძიმე ფსიქოტროპული წამლებიც კი დამჭირდა ამ ყველაფრის დასაძლევად. არაფერს გავურბივარ უბრალოდ მარტოს გამიჭირდა გამეძლო ასეთი დედის დაკარგვა, როგორიც დედაჩემი იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანების თანადგომა ჩემს მიმართ. პირველად გამიკვირდა და ცოტა ვიამაყე კიდეც იმ განცდით რომელსაც ადამიანების ყურადღება და სიყვარული ჰქვია. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ ეს არის ფასეული. დღეიდან შევეცდები რელსებზე დადგომა დავიწყო. დამეხმარებით ალბათ თქვენც, ვინც იგრძნობთ, რომ თქვენი ძალით ან თუნდაც სიტყვით თანადგომას ვიმსახურებ. მაგრამ დედა რომ მენატრება ამას ვერაფერს ვუშველი. ახალი და საშინელი შეგრძნება ყოფილა უიმედოდ რომ გენატრება ვინმე“ – წერს სულუხია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here