4-7 ოქტომბერს ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება. 

0
1614

„ნახე პირველად ბაკურიანში“ – ამ სლოგანით ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

ყოველ წელს ბაკურიანი ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს და უახლეს ფილმებს უმასპინძლებს.

2017 წლის 4-7 ოქტომბერს ბაკურიანის კინოთეატრ „დიდველში“ ბოლო დროის აქტუალური ფილმების ჩვენება გაიმართება.  თბილისში დიდ ეკრანზე გამოსვლამდე, პროფესიული წრე პირველად სწორედ ბაკურიანში ნახავს იმ ფილმებს, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვეს.

კინოფორუმს ბაკურიანში დაესწრებიან როგორც კინოს სფეროს წარმომადგენლები -რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ისე მედიასექტორი – კინოკრიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც კინოს მიმართულებით მუშაობენ.

ფორუმის მთავარი მიზანია ქართული კინოს პოპულარიზაცია – ჩვენებების შემდეგ პროფესიონალების მიერ გამოთქმული შეფასებები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება, რაც, ორგანიზატორების რწმენით, ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას ახალი ქართული კინოს მიმართ.

ფილმებზე  დასწრების შესაძლებლობა უსასყიდლოდ ექნება ყველა მსურველს.

წელს ბაკურიანის კინოფორუმში მონაწილეობას მიიღებს კანის კინოფესტივალის პროგრამის „კრიტიკოსთა კვირეულის“ ხელმძღვანელი – შარლზ ტესონი, რომელიც საგანგებო ვიზიტით ჩამოვა საქართველოში. კანის ფესტივალის წარმომადგენელი ფესტივალის გამორჩეული ფილმების პროგრამას შესთავაზებს ფორუმის მონაწილეებს; გარდა ამისა, გამართავს საჯარო ლექციას, პრეზენტაციას და შეხვედრას ახალგაზრდა ქართველ კინოკრიტიკოსებთან. ცნობილი ფრანგი კინოკრიტიკოსი – შარლზ ტესონი უორქშოფში მონაწილე სტუდენტებს საკუთარ მრავალწლიან  გამოცდილებას გაუზიარებს.

პროგრამა

4 ოქტომბერი

15.30 უახლესი მოკლემატრაჟიანი ფილმების პროგრამა (120 წთ)
გახსნის ფილმი „დედე“ (90 წთ) რეჟისორი – მარიამ ხაჭვანი
5 ოქტომბერი 

12.00 კანის ფესტივალის „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის ფილმი (ინგლისური სუბტიტრებით)
15.30 „ლუკა“(100 წთ) რეჟისორი – გია ბარაბაძე
18.00 „ ხიბულა“ (100 წთ) რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი
21.00 „სავარძელი“ (90) რეჟისორი – ელდარ შენგელაია
6 ოქტომბერი

11.00 „კრიტიკოსთა კვირეულის“ პროგრამის ფილმი (ინგილსური სუბტიტრებით)
13.00 კანის კინოფესტივალის პროგრამა „კრიტიკოსთა კვირეულის“ ხელმძღვანელის, შარლზ ტესონის ღია ლექცია
16.00 ანიმაციური ფილმების პროგრამა (50 წთ)
18.00. „ნამე“ (90 წთ) – რეჟისორი – ზაზა ხალვაში
20. 00 „საშიში დედა“ (100 წთ) რეჟისორი – ანა ურუშაძე
7 ოქტომბერი

11.00 „მზის ქალაქი“ (100წთ) რეჟისორი – რატი ონელი
14.00 პანელ დისკუსია თემაზე – ქართული კინოს ტენდენციები და კინოკრიტიკა დღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here