5.8 C
Tbilisi
Wednesday, November 9, 2022

3 მარტს ვენაში ნოდიკო ტატიშვილი სოლოკონცერტს გამართავს

3 მარტს, დედების დღეს, ვენაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ნოდიკო ტატიშვილი სცენიდან მიულოცავს. კონცერტისთვის მომღერალი განსაკუთრებულად ემზადება და ემოციების შესახებ გვესაუბრა.

ნოდიკო ტატიშვილი:

ეს არ არის ჩემი პირველი გასტროლი ემიგრანტებთან, არც ჩემი პირველი შეხვედრა მათთან. უამრავი წელია, კონცერტებს ვატარებ სხვადასხვა ქალაქში ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით ენატრებათ ქართველ შემსრულებლებთან შეხვედრა. მათთვის კიდევ ერთი ემოციური საღამო იქნება ალბათ, მაგრამ ჩემთვისაც არანაკლები ემოციები მოაქვს, განსხვავებულია მათთან ურთიერთობა სცენიდან, შემდეგ საუბარი და ფოტოების გადაღება…

ვცდილობ, ქართული სიმღერები წავიღო ხოლმე ჩემი და არა მხოლოდ ჩემი რეპერტუარიდან, ის კომპოზიციები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას შემდეგ, რაც ამ კონცერტის აფიშა გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი მოჰყვა. ძალიან გახარებული ვარ , რომ დაგეგმილმა კონცერტმა ასეთი რეაქცია გამოიწვია.

კონცერტის ორგანიზატორია ია ხუროშვილი, რომელიც ცდილობს, იქ მცხოვრებ ქართველებს გაუკეთოს ასეთი საჩუქრები, რამდენიმე ჩემი კოლეგა მისი მიწვევით უკვე იყო ჩასული ვენაში. მიხარია, რომ 3 მარტს ქართველ ემიგრანტებს შევხვდები ვენაში. ავსტრიაში არასდროს ვყოფილვარ და პირველად მივდივარ კონცერტის ჩასატარებლად. განსაკუთრებული ემოციებით ველოდები ვიზიტს ულამაზეს ქვეყანასა და ქალაქში…

Latest Posts

ბოლო სიახლეები