„3 წელი გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე.. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე“ – თათა ვარდანაშვილი 27 წლის წინ განცდილ ტკივილს იხსენებს

0
260

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის დასაწყისში დიზაინერმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 27 წელია, მისი სახელი საზოგადოებამ იცის, თუმცა პირად ამბებზე ინტერვიუში საუბარს ყოველთვის ერიდებოდა.

თუმცა ამჯერად თათამ გამონაკლისი დაუშვა და მეუღლესთან დაშორების მტკივნეული ისტორია გაიხსენა.

თათას თქმით, მხატვარ მეუღლესთან ერთად, შეეძლო ბევრი საინტერესო რამის შექმნა, თუმცა ყველაფერი მისთვის მოულოდნელად განვითარდა.

„სამი წელი გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განქორწინების დღეს ვნახე“. – იხსენებს თათა და დასძენს, რომ ძალიან დიდხანს გაურკვევლობის განცდა ჰქონდა.

„ძალიან დიდხანს მქონდა გაურკვევლობის შეგრძნება. მხოლოდ ერთხელ დავურეკე, 1996 წლის აღდგომას. მშობიარობიდან სამ თვეში. მინდოდა, სახლიდან ჩემი ნივთები წამომეღო.

მაგრამ სახლში მისი და დამხვდა და არ შევსულვარ. ელემენტარული რაც მჭირდებოდა, ისიც იქ დავტოვე. ფეხით წამოვედი და ვთქვი, რომ ამ ქუჩაზე, ნუცუბიძეზე, აღარ გავივლი -მეთქი.

დემეტრემ ისე დაიწერა ჯვარი, რომ ეს ნათქვამი არ დამირღვევია. ახლა დავდივარ.“- იხსენებს თათა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here