3 მარტს ფონდი „იავნანა“ კონცერტს გამართავს!

0
129

3 მარტს, დედის დღეს ფონდი „იავნანა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთობლივად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამოში მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მოწაფეები, ახალი თაობის საოპერო სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას.

პაატა ბურჭულაძე: „წლევანდელი 3 მარტი ჩემთვის განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ჩემი კლასის კონცერტი პირველად იმართება. უნდა გითხრათ, რომ როდესაც ჩემი მოწაფე გამოდის სცენაზე უფრო ვღელავ, არ ყოფილა ადვილი. მიხარია, რომ ფონდი „იავნანა“ განაგრძობს თავის საქმეს და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს და აცნობს მათ საზოგადოებას. ერთ-ერთი მათგანი ბაია ბერიშვილი ჯერ 18 წლის არის. ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, დედის დღეს და წარმატებას ვუსურვებ ახალი თაობის სოლისტებს.“

3 მარტის კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ – ანა ფალავანდიშვილი / სოპრანო, ბაია ბერიშვილი / მეცო-სოპრანო ზაზა გაგუა / ბას-ბარიტონი, ლევან შელეგია /ბანი. ფორტეპიანო – მაია ფერაძე თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზი დასაწყისი: 19:00 ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here