29 სექტემბერს „ალიბი არენა“ 90-იანების ფესტივალს მასპინძლობს. კონცერტში სხვადასხვა ქართველი შემსრულებელი თუ ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, კარი საღამოს ექვს საათზე გაიხსნება.
აჩიკო მეფარიძე, „ქუჩის ბიჭები“, ლელა წურწუმია, თემურ თათარაშვილი, ლექს-სენი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე და თიკა ჯამბურია საკუთარი რეპერტუარიდან ძველ ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ.
კონცერტს დიჯეისეტი დაასრულებს.