28 იანვარს მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა, რევაზ ინანიშვილის “ნოველები” გაიმართება

0
2545

28 იანვარს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა, რევაზ ინანიშვილის „ნოველები“, დიდ სცენაზე გათამაშდება. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რევაზ ინანიშვილის ნოველები პირველად იდგმება, ინსცენირების ავტორი კი ოთარ ბაღათურია გახლავთ. რეჟისორმა ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტად გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები მაია სხირტლაძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება ლექსო ტურიაშვილს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here