26 მაისი – საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს!

0
2408

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავის აღსანიშნავად, დამოუკიდებლობის დღის ლოზუნგია, “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ძირითადი თემატიკაც სწორედ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია”. ამიტომ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, პოემასთან დაკავშირებული არაერთი წარმოდგენა იხილა. მათ შორის, პანტომიმის თეატრის დადგმა, რომელმაც ვეფხისტყაოსნის გმირები გააცოცხლა და პატარა პერფომანსით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here