26 ივლისს, 20:00 საათზე ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი „მუზამე“ სეზონს ხურავ და წარმოგიდგენთ ცნობილ პოსტ-პანკ ჯგუფს „Motorama“. კოელქტივი 2005 წელს შექიმნა. მათი პრიველი სტუდიური ალბომი 2010 წელს გამოვიდა, 2012 წელს ჩაწერილი დისკით „მოროტამა“ ცნობილ ფრანგულ ლეიბლს „ტატირეს“-ს შეუერთდა. მეორე ალბომმა სახელწოდებით „კალენდარი“ ბენდის მიმართ ინტერესი გაიზარდა. 2016 წელს მათი ჯერჯერობით ბოლო, მესამე სტუდიური ალბომი გამოიცა.
„მოროტამა“ რუსული ბენდია, რომელიც ქალაქ როსტოვში დაარსდა. ისინი მუსიკის სიუვარულმა გააერთიანა, მათ საყვარელ არტისტებს შორის არიან ნიკ კეივი და ბენდი Joy Division.
ბენდის შემოქმედება მთლიანად ინგლისურენოვანია. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და შთაგონებას ადამიანებთან კომუნიკაციით, ახალი კულტურის გაცნობით იღებენ.
26 ივლისს მოისმენთ ქართველ არტისტს, ბექა კუნდალინის. მუსიკოსი თავდაპირველად ჯგუფ “შარქათაქიდან“ გაიცნეს. თუმცა, მოგვიანებით მის შემოქმედებაზე გავლენას ელექტრონული მუსიკა, ტექნო, მინიმალ ტექნო და ჰაუსი ახდენს და ბექაც სოლო არტისტად ყალიბდება.
როგორც უკვე ვახსენეთ, ექსერიმენტული მუსიკალური პროექტი „მუზამე“ სეზონს ხურავს. გასული წლის განმავლობაში „მუზამეს“ ფარგლებში თბილისს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან XIU XIU, THE IRREPRESSIBLES, JAY-JAY JOHANSON, PSYCHIC TV, MOLLY NILSSON.
“მუზამეს“ ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული კონცერტი ქართველი შემსრულებლის, სტეფანეს გამოსვლა იყო.
„მუზამე“ კონცერტების სერიას სექტემბრიდან განაახლებს.