26 ივლისს “Elite Model Look Georgia”-ის მეთორმეტე ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართება

0
1282

წინასწარ შერჩეული და მომზადებული 18 გოგონა და 12 ვაჟი კონკურსანტი ჟიურის წინაშე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “სხვა შუადღის” პირდაპირ ეთერში  წარდგება. საერთაშორისო სამოდელო სააგენტო ELITE MODEL MANAGEMENT-ის წარმომადგენელი ქალბატონი ჯენიფერ მეი თავად დაასახელებს თითო გამარჯვებულ გოგონას და ვაჟს.

“Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსი, რომელიც წარმატებით ტარდება კომპანია ელიტის ექსლკუზიური წარმომადგენლის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს 14-22 წლამდე ასაკის გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look” დამწყებ მოდელებს აძლევს საშუალებას, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

ღონისძიების პარტნიორები: კიკალა სტუდიო, სპორტკომპლექსი “ნეპტუნი”, არია იოგა, სარეკლამო კომპანიები „მაქსპრომი“ და  „კოლიბრი“, სასტუმრო „ამბასადორი“, მაღაზია „კოტონი“, სილამაზის აკადემია „ნატალი“, ყვავილების სალონი „მა როსე“

ღონისძიების მხარდამჭერებ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, TV1, რადიო „ფორტუნა პლუსი“, INFO9, ჟურნალი „HELLO“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here