12.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

26 ივლისს “Elite Model Look Georgia”-ის ფინალური ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

საერთაშორისო სამოდელო სააგენტო ELITE MODEL MANAGEMENT-ის წარმომადგენელმა ჯენიფერ კოუპმა “Elite Model Look Georgia”-ს გამარჯვებულები „რუსთავი 2“-ის „სხვა შუადღის“ პირდაპირ ეთერში დაასახელა. გამარჯვებულები გახდნენ  მარი გეჩუაშვილი და რეზი კალანდარიშვილი.

გამარჯვებულების გარდა, ტოპსამეულში  გოგონებს შორის სალი თურმანიძე, არიანა ამირხანიანი და ვაჟებს შორის გიო ბუავა  და თაზო ბოჭორიშვილი დასახელდნენ.

“Elite Model Look Georgia 2018”-ის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

გოგონათა  და ვაჟთა ტოპსამეულისთვის სააფთიაქო ქსელმა „ჯი პი სიმ“ საჩუქრად დააწესა ფრანგული კოსმეტიკა.

გოგონათა  ტოპსამეულს გადაეცა ულამაზესი თაიგულები ყვავილების სალონი “მაროსე”-საგან.

გამარჯვებულ გოგონას და გამარჯვებულ ვაჟს გადაეცათ ერთწლიანი მომსახურების ბარათი „არია იოგასაგან“ და ერთწლიანი აბონემენტი სპორტკომპლექს „ნეპტუნისაგან“.

ღონისძიების პარტნიორები: კიაკალა სტუდიო, სპორტ კომპლექსი “ნეპტუნი”, არია იოგა, სარეკლამო კომპანიები მაქსპრომი და  კოლიბრი, სასტუმრო ამბასადორი, მაღაზია კოტონი, სილამაზის აკადემია ნატალი, ყვავილების სალონი მა როსე,

ღონისძიების მხარდამჭერი: ტელეკომპანია რუსთავი2, TV1, რადიო ფორტუნა პლუსი, INFO9, ჟურნალი HELLO

Elite Model Look -ი გახლავთ ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსი მსოფლიოში. “Elite Model Look Georgia” უკვე  მეთორმეტედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look” აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოველწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები