26 აგვისტოს ბათუმში, „ღამის შოუ ბენდის“ კონცერტი გაიმართება – რა სიურპრიზი ელის კლუბ SOHO-ში მისულ მსმენელს

0
140

26 აგვისტოს ბათუმში,  კლუბ SOHO-ში „ღამის შოუ ბენდის“ კონცერტი გაიმართება.

„ფორტუნა“ კონცერტის დეტალებზე „ღამის შოუს ბენდის“ წევრს, მომღერალ გელა გნოლიძეს ესაუბრა. 

„ 26 აგვისტოს  ჩვენი ბათუმური საზღვაო  სეზონის დასკვნითი და ყველაზე გრანდიოზული კონცერტი გელოდებათ. მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ვპირდებით. გვექნება ყველაზე გრძელი და ყოვლისმომცველი ლაინაფი. შევასრულებთ ყველა ჩვენ სიმღერას, რომელიც ხალხს უყვარს და გაჰიტებულია.

კონცერტზე მაყურებელს სიურპრიზი ელის, გვექნება სიმღერის პრემიერა, ასევე შევასრულებთ სიმღერებს, რომელიც მხოლოდ „ღამის შოუში“ გვაქვს ნამღერი.

ვინც ბათუმში ისვენებს, მან არ უნდა გამოტოვოს კონცერტი და ვინც ბათუმში არაა, უნდა ჩამოვიდეს.  ამ კონცერტის მერე პაუზა, გვექნება, რაღაც პერიოდი სულ გადაცემის ჩაწერები დაიგეგმება, ამიტომ ვისაც ჩვენი სიმღერები უყვარს, 26 აგვისტოს უნდა დაესწროს კონცერტს“. – ამბობს გელა გნოლიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ, აქ https://tkt.ge/event/366873/ghamis-shou-bendi-soho-batumi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here