25 წლის შემდეგ ჯულია რობერტსსა და რიჩარდ გირს “ლამაზმანის“ გაგარძელებაში გადაიღებენ

0
129

25 წლის შემდეგ ჯულია რობერტს და რიჩარდ გირს ფილმ “ლამაზმანის“ გაგრძელებაში კვლავ გადაიღებენ. როგორც ინტერნეტ გამოცემები წერენ, ამის შესახებ ინფორმაცია გირმა ფეისბუქის საშუალებით დაანონსა. საქმე იმაშია, რომ მსახიობები ფილმში მონაწილეობას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ თუ აღნიშნული პოსტი მილიონ ლაიქს დააგროვებდა.

12 საათიც არ იყო გასული,რომ ლაიქების რაოდენობამ მილიონზე მეტს გადააჭარბა. ამის შემდეგ კინოსტუდიის პროდიუსერებმა მთავარი როლის შემსრულებლებს კვლავ გაუგზავნეს შეთავაზება, რაზეც მსახიობებს უარის თქმა უბრალოდ აღარ შეეძლოთ.

დადის ხმები იმის თაობაზეც,რომ ვარსკვლავები 7 ნიშნა ჰონორარს მიიღებენ. როგორც იცით  “ლამაზმანი“ 1990 წლის ყველაზე წარმატებული და ჰოლივუდურ კლასიკად აღიარებული ფილმია. სიყვარულის ისტორია, რომელიც მილიარდერი ედვარდის და მეძავი ვივიენის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის პრემიერის შემდეგ, ჯულია რობერტსმა არნახული წარმატება მოიპოვა.

შეგახსენებთ,რომ ამ როლზე მეგ რაიანი და მიშელ პფაიფერი მოიაზრებოდნენ, მაგრამ მსახიობებმა უარი განაცხადეს. მიზეზად კი ჩათვალეს, რომ ეს როლი მათ კარიერას ხელს შეუშლიდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here