5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

25 თებერვალს ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო გაიმართება

კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო 25 ტებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. მის სიმღერებს შეასრულებენ ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, სოფო გელოვანი, შვიდკაცა, თეატრალურის კვარტეტი, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი და სხვა ცნობილი მუსიკოსები.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ქეთი კონცერტის შესახებ წერს:

„25 თებერვალს გელოდებით რუსთაველის თეატრში. ვისაც ჩემი მუსიკა უყვარს,ვისაც ქართული მუსიკა უყვარს, ყველას, ყველას გელით! არაჩვეულებივი მუსიკოსების ჯარი დაგხვდებათ სცენაზე 😀 საუკეთესო მომღერლების 🎤🎤🎤🎤. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“..

Latest Posts

ბოლო სიახლეები