2.8 C
Tbilisi
Saturday, December 10, 2022

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება.

ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები და მოცეკვავეთა ჯგუფი, რომლებიც კონცერტში შოუს ელემენტებს შეიტანენ.

„სახის“ სტუდიაში იწერება ყველა ის სიმღერა, რომელსაც ჯგუფი წარმოადგენს „ბლექ სი არენაზე“, 24 აგვისტოს შეკრებილი მსმენელის წინაშე.

სპეციალური სტუმრის გარეშე არ ჩაივლის „სახის“ ღონისძიება. „ფოეთრი ენ მოუშენის“ მაიკლ უილიამსი საქართველოში ამ კონცერტისთვის ჩამოფრინდება და ქართველ კოლეგებთან ერთად შეასრულებს „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ცნობილ რიმეიქს, ასევე ორ ახალ სიმღერასაც.

ასე რომ, 24 აგვისტოს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიურპრიზებით აღსავსე საღამო ელოდებათ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები