იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

0
14

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა: თბილისის საუცხოო ხედით განთქმულმა ისტორიულმა რესტორანმა „ფუნიკულიორმა“უმასპინძლა წვეულებას, რომელიც კამპანიის სამზარეულოს გასაოცარ გემოებს მიეძღვნა.

წვეულების 150-ზე მეტ სტუმარს (მათ შორის, ადგილობრივი ინსტიტუციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს) მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული რესტორნის „Mammà“ შეფ-მზარეულმა, მაღალი სამზარეულოს დიდოსტატმა სალვატორე ლა რაჯონემ, ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულთან, „მასტერშეფის“ ფინალისტ დიეგო ბუტილიონესთან თანამშრომლობით, სპეციალურად შექმნილი მენიუ, საავტორო კერძები და დელიკატესები შესთავაზა. საღამო, რომელიც გურმანებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა, კლასიკური და ნეაპოლური მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით გაიმართა, რომლებიც მარიკა გულორდავამ (სოპრანო), არმაზ დარაშვილმა (ტენორი) და თემურ ელიავამ (პიანისტი) შეასრულეს. 

„ეს ღონისძიებაც იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილია, რომელსაც იტალიის საელჩო საქართველოში კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, წარმოვადგინეთ გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო რეგიონის, კამპანიის სამზარეულო და კულინარიული ტრადიციები“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „მაგრამ კამპანიის რეგიონი მხოლოდ გასტრონომია და გემრიელი კერძები არ არის, ის ისტორია, კულტურა და მუსიკაცაა. ღონისძიება, რომლის მუსიკალური ფონი ნეაპოლური სიმღერებია, ორი ხელოვნების დარგის, სამზარეულოსა და მუსიკის, უბადლო შერწყმაა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here