23-24 ივლისს მუსიკალური ფესტივალი „Haerze“ იმერეთში, ზეკარში გაიმართება

0
443

აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა ერთ სივ­რცე­ში – ეს არის Festival ,,Haerze”, რო­მე­ლიც სა­ირ­მეს­თან ახ­ლოს, ზე­კარ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ მათ გა­და­წყვი­ტეს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ახალი რეგიონის აღმოჩენა და ამავდრო­უ­ლად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ღო­ნის­ძი­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია ექ­ნე­ბა და სცე­ნა მხო­ლოდ ქარ­თველ არ­ტის­ტებს და­ეთ­მო­ბათ.

„ძალიან გვიხარია რომ ახალ სივრცეს ვქნით ახალ რეგიონში, განსხვავებული კონცეფციით და იდეით. წვლილი შეგვაქვს რეგიონის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში. ჰაერზე  – ეს არის სივრცე მთებში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები, მოუსმინოთ საყვარელ არტისტებს,   დაკავდეთ სპორტით, დაისვენოთ მეგობრებთან ერთად. 2 დღის განმავლობაში, ადგილობრივი სცენის, ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტი დაუკრავს. 34 ქართველი არტისტი, 3 სცენაზე გადანაწილდება.

სტუმრებს დახვდებათ კვების ობიექტები, ბარები, სტარტაპები. ასევე გა­სარ­თო­ბი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბები,  მათ შო­რის: Archery Tag-ი, „ლევიოსას“ იო­გის ინ­სტრუქ­ტო­რი, კი სტუმრებს პილატესს და იოგას ავარჯიშებს. იქნება სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და თა­მა­შე­ბი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here