ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, – ამის შესახებ მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული მსახიობი თედო ბექაური „იმედის კვირასთან“ აცხადებს.
თედო ბექაური „იმედის კვირასთან“ იხსენებ, რა გზა გაიარა პროექტამდე.
„პრაიმშოუს“ ჩაწერაზე ვიყავი, ჩაწერის შემდეგ ნოე სულაბერიძემ გამაჩერა და მითხრა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჩაწერას იწყებდნენ და მკითხა, თუ აქამდე მიცეკვია. სამეჯლისო ცეკვები ცხოვრებაში არ მინახავს, შესაბამისად არც მიცეკვია და ამიტომ, ცოტა შემეშინდა“, – იხსენებ თედო ბექაური.
მისი თქმით, როდესაც შოუში ძველი ცეკვის ახლებური ინტერპრეტაციით წარსდგა, ეს მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა.
„იმდენად შემეშინდა, რეპეტიციაზე ვერ ვცეკვავდი. ბოლოს, შოუს სცენაზე გამეხსნა ამ ცეკვის შემართება, გავიხსენე ბავშვური ცეკვა და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ყველაზე დიდი მიღწევა“, – აღნიშნა თედო ბექაურმა.
თედომ ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ ბებო რომ ჩაეხუტა, ყველას მისი მშობლიური ბებია ეგონა, მაგრამ ასე არაა.