„შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ“ – ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა ამერიკულ Voice-ში

0
168

„განსაცვიფრებელი შესრულება“ – ამჯერად, ასეთი შეფასებით გვიზიარებს Voice-ის ოფიციალური გვერდი ნინი ბრეგვაძის მორიგ გამოსვლას ამერიკულ მეგაპროექტში.

გუშინ, ამერიკულ Voice-ში ქართველი ვარსკვლავი სიმღერით „River“ წარდგა, სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა.

ნინი ბრეგვაძის მორიგმა შთამბეჭდავმა გამოსვლამ არამხოლოდ მისი მწვრთნელისგან, არამედ ჟიურის სხვა წევრებისგანაც ამაღელვებელი შეფასებები დაიმსახურა.

„შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ“ – უთხრა ჯონ ლეჯენდმა ქართველ მომღერალს.

თავად, ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარ მწვრთნელს, მუსიკოს ნეილ ჰორანს მისი შესაძლებლობების რწმენისთვის მადლობა გადაუხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here