ვიდეო: „ჩემკენ წამოვიდა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა.. – კვარა მესისთან შეხვედრაზე

0
170

ხვიჩა კვარაცხელია Ballon D’or-ზე ლიონელ მესის შეხვდა.

შეხვედრის შესახებ კვარამ footballnews-თან ისაუბრა.

„მესისთან შეხვედრას დაუჯერებელი ისტორია ახლავს და ამის შემდეგ, ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.

უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემკენ წამოვიდა და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის… საოცარი ადამიანია, მაგარი პიროვნებაა და ამას ძალიან ვაფასებ“. – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნულ ბმულზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here