„22 წლის ასაკში თავის შვილს არავინ არ უნდა უთხრას ეს“ – რას იხსენებს ანასტასია ბენდუქიძე

ანასტასია ბენდუქიძე პოდკასტის „Speak Easy Georgia“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა.

ერთ-ერთი თემა, რაზედაც ანასტასიამ ყურადღება გაამახვილა წონის საკითხს და მამის დამოკიდებულებას ეხებოდა.

„ძალიან მეშინოდა, რომ საშინელ რაღაცებს მეტყოდა. ისედაც აკეთებდა. მე ვიყავი საკმაოდ პუტკუნა გოგო და სულ მეუბნებოდა რა პუტკუნა ხარო. უფრო ცუდ რაღაცებსაც მეუბნებოდა.

რაღაც მომენტში დავიწყე ვარჯიში, დიეტაზე ვიყავი, დავიკელი დაახლოებთ 10 კილო. ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, არაფერი მითხრა, რაც ძალიან მეწყინა. ვუთხარი, ვერ შეამჩნიე-მეთქი, ხო შეეძლო ეთქვა „ყოჩაღ“.

ვუთხარი, ახლა ყველა იფიქრებს, რომ შენი შეყვარებული ვარ-მეთქი, მიპასუხა, ადრეც ფიქრობდნენ, რომ ჩემი შეყვარებული იყავი, უბრალოდ ეგონათ, რომ ცუდი გემოვნება მაქვსო… 22 წლის ასაკში თავის შვილს არავინ არ უნდა უთხრას ეს,“ – აღნიშნა ანასტასია ბენდუქიძემ პოდკასტში.

ერთ-ერთი ფოტო სლაიდზე: ok

Scroll to Top