22 ივნისს „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

0
1580

22 ივნისს, საღამოს 20:00 სთ-ზე თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილე საღამო გაიმართება.

თენგიზ სუხიშვილი, შემოქმედებითი ცხოვრებისა და ანსამბლის ხელმძღვანელობის მიღმა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დიდი ქველმოქმედიც გახლდათ. სწორედ ამიტომ თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, 22 ივნისის საიუბილეო კონცერტიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ღონისძიებაზე  შესული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას. აღნიშნული ცენტრი რეგიონალური მნიშვნელობისაა, რომელიც ყველა საჭირო სერვისს მიაწვდის აუტიზმის მქონდე ადამიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას თავიანთი უნიკალური უნარების განვითარების, დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის.

საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი სრული შემადგენლობით წარდგება მაყურებლის წინაშე; შესრულდება ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში არსებული სხვადასხვა პერიოდში დადგმული პოპულარული საცეკვაო კომპოზიციები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here