22 ივლისს მაკა ზამბახიძე ბათუმის „Soho“-ში კონცერტისთვის ემზადება

0
1350

22 ივლისს, მაკა ზამბახიძე ბათუმში, კლუბ „Soho“-ში კონცერტს გამართავს. საინტერესოა, რომ ის მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარდგება, რომელიც სპეციალურად ბენდთან ერთად ასეთი საღამოებისთვის შეადგინა. მაკას გვერდს მისი ქალიშვილი, მომღერალი სალომე ჩიტაძე დაუმშვენებს. დედა-შვილს ქართული და უცხოური ჰიტების კრებული აქვს შერჩეული. ბენდ „Non-Stop“-თან ერთად მათ უკვე დიდი ხანია, რეპეტიციები გაიარეს.

ახლახან მაკა და სალომე ყაზახეთში გაემგზავრნენ კონცერტის ჩასატარებლად, იქიდან დაბრუნებულები კი შავი ზღვისპირეთს მიაშურებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here