2023 წლის ზაფხულის სეზონის გახსნა – PEGAS Touristik-ის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია

0
79

16 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კომპანიის PEGAS Touristik-ის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის საქმიანობასა და რამდენიმე დღის წინ ეგვიპტეში მოწყობილ ტურზე ისაუბრა.

– სალომე, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ეგვიპტე ყოველთვის მრავლად იზიდავდა ტურისტებს. კონკრეტულად რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვას ურჩევთ მოგზაურებს?

– მცდარია სტერეოტიპი, თითქოს ეგვიპტეში დასვენება მხოლოდ ზამთარშია კარგი, როცა სითბოს და მზიან ამინდს მონატრებული მოგზაურები ცხელ ქვეყნებში გარბიან ზღვის სანაპიროზე გასარუჯად. სინამდვილეში, ეგვიპტეს უმდიდრესი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელიც ყველა ნამდვილმა მოგზაურმა უნდა გაიცნოს. ძალიან კარგი ტური გვქონდა რამდენიმე დღის წინ, შთამბეჭდავი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების – პირამიდების დათვალიერება, რომელიც კაიროს ტურის პროგრამაში შევიდა. ეგვიპტის დედაქალაქი ძალიან განსხვავდება საკურორტო შარმ-ელ-შეიხისგან, რადგან სწორედ კაიროში შეიძლება ავთენტური ეგვიპტის, მისი ყოველდღიური ცხოვრების ნახვა. სამომავლოდ პილიგრიმულ ტურს ვგეგმავთ სინას მთაზე, სადაც ყველა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენელი იკრიბება. ჩვენი ტური უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველას ჯერ უდაბნოში იმოგზაუროს ბედუინების ქალაქის გავლით, მერე მზის ამოსვლას შეხვდეს სინას მთაზე, რაც მართლაც საოცარი სანახაობაა.  ულამაზესი ქალაქია ლუქსორი, არანაკლებ საინტერესოა ნილოსიც – მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარე. ჩვენი ტურების მთავარი მიზანი მოგზაურებისთვის ეგვიპტის მრავალფეროვნების გაცნობაა, ამიტომ ვინც ახლო მომავალში შარმ-ელ-შეიხი გეგმავს გამგზავრებას, ვურჩევ აუცილებლად გამონახოს დრო და გაეცნოს ადგილობრივ კულტურას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეგვიპტეში, განსაკუთრებით შარმ-ელ-შეიხში მოგზაურობა არა სეზონურად, არამედ მთელი წლის მანძილზე შეიძლება. რამდენიმე ტურს ვგეგმავთ ზაფხულშიც, სადაც მართალია დღისით ძალიან ცხელა, მაგრამ საღამოს სასიამოვნო ნიავი და კარგი სიგრილეა.

– საოცარია კაიროს მუზეუმები, სადაც უამრავი უძველესი არტეფაქტის ნახვა შეიძლება,

– დარწმუნებული ვარ, ყველასთვის საინტერესო იქნება ტუტანხამონის სამკაულის, ძველეგვიპტური ტრადიციით შენახული მუმიების და უამრავი სხვა ექსპონატის დათვალიერება.

– იდეალური კურორტია შარმ-ელ-შეიხი, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ტურისტი შეძლებს კომფორტულად დასვენებას საუკეთესო სასტუმროში,

– ჩვენ მეტწილად White Hills Resort-ში – ახლად გახსნილ სასტუმროში ვაბინავებთ ჩვენს მოგზაურებს. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი სასტუმრო, რომლის ინტერიერი ბერძნულ სტილშია გადაწყვეტილი, ზღვასთანაა ახლოს, ამიტომ ყოველთვის შეიძლება ულამაზესი ხედებით დატკბობა საოცრად კომფორტული ნომრებიდან, რომელსაც საკუთარი იზოლირებული აუზიც კი აქვს მშვიდი და მყუდრო დასვენებისთვის.

– არანაკლებ კომფორტულია Rixos-ის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც კატეგორიებადაა დაყოფილი,

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ Rixos – სასტუმროების ქსელის თურქული ბრენდია. ახალგაზრდებს უფრო Rixos Sharm El sheikh-ს ვურჩევ, Rixos Premium Seagate  – კი, უფრო ოჯახური დასვენებისთვისაა,  თუმცა უამრავი გასართობისა და თავშესაქცევის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია სასტუმრო კომპლექსში დაბინავება. სხვათა შორის, თურქული ბრენდი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს გასტრონომიას და დამსვენებლებს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამზარეულოს სთავაზობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბრაზილიური რესტორანი, რომლის კერძები ყველა გურმანმა უნდა დააგემოვნოს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი დონის სერვისისა და კომფორტის მიუხედავად, შარმ-ელ-შეიხის სასტუმროებს საკმაოდ მისაღები ფასები აქვთ, ასე რომ ვისაც ეგვიპტეში მოგზაურობა უნდა, შეუძლია მიმართოს ტურისტულ სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ითხოვოს PEGAS Touristik-ის მომსახურებით სარგებლობა. ბევრს აინტერესებს რატომ არ შეიძლება პირდაპირ ჩვენთვის მომართვა, ამიტომ აქვე განვმარტავ, რომ ჩვენი კომპანია საერთაშორისო ტურ-ოპერატორია, რომელიც არა საცალო გაყიდვების, არამედ ერთიანი პრინციპით მოქმედებს, ორგანიზებას უწევს და სრულ ტურ-პაკეტს სთავაზობს კლიენტებს სააგენტოების დახმარებით და ნებისმიერი ფინანსური დანამატის გარეშე.– რამდენად უსაფრთხოა მსგავსი მოგზაურობა ახალგაზრდებისთვის?

– რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მშობლებს თამამად შეუძლიათ გაუშვან შვილები  და არაფერზე იდარდონ. ახალგაზრდებს მართლაც არაჩვეულებრივი არდადეგები ელით, რადგან გასართობი სასტუმროს ტერიტორიაზეც უამრავია და ქალაქშიც. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ძველი ბაზარი“, სადაც არა მხოლოდ ნებისმიერი ნივთის შეძენა შეიძლება, არამედ საოცარ სანახაობაში მონაწილეობაც, რადგან ვაჭრობა ეგვიპტელებს ნამდვილ ხელოვნებად აქვთ ქცეული.

– რა გასართობს სთავაზობთ დამსვენებლებს?

– უამრავი გასართობი გვაქვს – საფარი-ტურით დაწყებული – აქლემით სეირნობით დასრულებული. აღსანიშნავია, რომ ასეთი ექსტრემალური ტურები ყოველთვის ინსტრუქტორის თანხლებით ხორციელდება, ამიტომ უსაფრთხო და რაც მთავარია საკმაოდ იაფია, თუმცა მე ყველაზე მეტად მაინც იახტით მოწყობილი ტურები და დაივინგი მომწონს.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი კომპანია თურქეთშიც აქტიურად ოპერირებს,

– ეგვიპტისგან განსხვავებით, თურქეთში სეზონურად ვაწყობთ ტურებს. წელს სეზონი 22 მაისს გაიხსნება და ოქტომბრამდე გაგრძელდება, ფრენები კი, პრაქტიკულად ყოველ დღე შესრულდება ანტალიაში, რომელიც ქართველი დამსვენებლების განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. ეგვიპტისგან განსხვავებით, სადაც ვიზის აღება პირდაპირ აეროპორტში შეიძლება 25 დოლარად, თურქეთში უვიზოდაც თავისუფლად ვმოგზაურობთ.

– რა უპირატესობით სარგებლობენ თურქეთის კურორტები?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ანტალიის რეგიონი მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ სერვისის ხარისხიც ძალიან მაღალია, მით უფრო, რომ თურქებს ტურიზმის სფეროში საქმიანობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ.

– სალომე, როგორ მოხვდით კომპანია PEGAS Touristik-ში?

– ფოთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა სწავლის გაგრძელება თბილისში გადავწყვიტე. იმ თაობას ვეკუთვნი, ვინც პირველმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები, ამიტომ საკუთარ თავზე გამოვცადე მთელი სიმძიმე. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ყველაფრის დამოუკიდებლად მიღწევა, რადგან არავინ მეხმარებოდა, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ მთავარი მონდომება იყო და სხვებსაც იმავეს ვურჩევ, რადგან შეუძლებელი არაფერია და ყველაფრის მიღწევა შეიძლება. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვსწავლობდი, თუმცა კონკურსში გავიმარჯვე და სტიპენდია მივიღე, რომელსაც  უნივერსიტეტთან ერთად თურქეთის საელჩოც მინაზღაურებდა. თურქეთში გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად და სწორედ მაშინ დავინტერესდი ტურიზმით, მით უფრო, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა მოგზაურობა. უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here