ზურაბ ჟვანიას სახელობის “წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლინა 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი.
2018 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით. წლის მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
გთავაზობთ 2018 წლის„ წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სიას:
. თეატრალური ხელოვნება: ნატალია ყულოშვილი, საბა ასლამაზიშვილი, ლუკა ინწკირველი
. კინოხელოვნება: გიორგი თავართქილაძე , გრიგოლ აბაშიძე, ანი ნინიძე
. მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბაკურ გაბუნია, დავით გორგილაძე, თორნიკე გოგნიაშვილი
. მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ნინი ელიაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკა ლაშხია
. მუსიკა: ანზორ ღუდუშაური, თორნიკე მარგველაშვილი, სანდრო სიდამონიძე
. სახვითი ხელოვნება: შოთა აფციაური, ნიკა ქუთათელაძე, ნატო ბაგრატიონი
. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: გიორგი ტეფნაძე, ირაკლი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე
. ჰუმანიტარული მეცნიერებები: კახაბერ ყალიჩავა, ზურაბ თარგამაძე, ლევან ბებურიშვილი
2018 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს,12 ოქტომბერს, 19:30 საათზე სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“.
წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზით და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.
2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.
პრემიის მხარდაჭერებია: „სილქ როუდ ჯგუფი“, სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკა“, კომპანია Yamaha და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი.
12 ოქტომბერს, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის 2018 წლის „წინანდლის პრემის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალსა და გალაკონცერტზე მონაწილეობას იღებენ გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, – ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, სიმფონიური ორკესტრი, – დირიჟორი კახი სოლომნიშვილი, ანა ჭანია, სანდრო ნებიერიძე და ეკა გორგაძე. საღამოს წარუძღვება ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ია სუხიტაშვილი.