2017 წელი ქართული შოუბიზნესის რეინკარნაციად შეგვიძლია მოვნათლოთ. საქმე იმაშია, რომ წლის დასაწყისი ქართველი მომღერლების კონცერტების სიმრავლით გამოირჩევა. ამჯერად თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე გაერთიანდნენ და მელომანები თავიანთ საღამოზე მიიწვიეს. მომღერლებმა გადაწყვიტეს თავიანთ რეპერტუართან ერთად 90 იანი წლების მუსიკაც გაეჟღებინათ.