სცენა, რომელსაც არაერთი დაუვიწყარი საღამო ახსოვს, ჯაზის რიგით 22-ე ფესტივალს უმასპინძლა. კონსერვატორიის დარბაზის დიდ სცენაზე ჯაზ ფესტივალი თბილისის მერიის ბიგ ბენდმა გახსნა, რომელთან ერთადაც მსმენელის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებლები წარდგნენ. ჯაზური კომპოზიციები მათ ძველი თაობის მუსიკოსებთან ერთად შეასრულეს.
20 გრემის მფლობელმა გიტარისტმა პეტ მეთინმა ჯაზ ფესტივალის რიგით 22 სეზონი დახურა




