2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება!

0
825

2 ნოემბერს მუსიკალური ფესტივალის Summer Set-ის შემოდგომის ღონისძიების ჰედლაინერი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha გახლავთ, ღონისძიება ფესტივალის ახალ სივრცეში Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება.

Boris Brejcha-ს ჩამოსვლა Helloween-ის შაბათს ემთხვევა, მოსულ სტუმრებს Warehouse 7/მე-7 პავილიონი მთლიანად ტრანსფორმირებული დახვდებათ შესაბამისი დეკორაციებითა და აქსესუარებით.

“შემოდგომის პირველი ღონისძიება 5 ოქტომბერს გაიმართა, Worakls-ის და ორკესტრის შესრულებულ ივენთს 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს იმაზე, რომ მეორე ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყოს. Warehouse 7/მე-7 პავილიონი ხელს გვიწყობს, ის ჰელოუინს მოვარგოთ. სტუმრებს კოსტიუმებით ველოდებით, თუმცა ადგილზეც ძალიან ბევრი გასართობი დახვდებათ”,- ამბობს ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი Boris Brejcha თავისი ნიღბით და შოუს ელემენტებითაა ცნობილი. უკვე წლებია, ის წამყვანი ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერია. Boris Brejcha-სთან ერთად მოსული სტუმრები ფესტივალის სცენაზე წინა სეზონზე აღმოჩენილ ახალ არტისტს Ziad Aliev-ს და დიჯეების დუოს Endorphins-ს მოისმენენ.

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა დაბათუმსა და თბილისში 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here