2 აგვისტოს „დეკოდერი“ Kollektiv Turmstrasse-ს უმასპინძლებს

0
660

2 აგვისტოს, კუს ტბაზე, სივრცეში „ცისკარი“, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER წარმოგიდგენთ Kollektiv Turmstrasse-ს.

გერმანული დუო 1998 წელს, Christian Hilscher-ის და Nico Plagemann-ის მონაწილეობით, ქალაქ ჰამბურგში შეიქმნა. არტისტები გაცნობისთანავე მიხვდნენ, რომ მათი მეგობრობა გარდაუვალი იყო. პროექტი მოკლე დროში მსოფლიოს წამყვანი კლუბების და ფესტივალების მონაწილედ იქცა. პირველად DECODER-ის ფარგლებში, სწორედ შარშან ვუმასპინძლეთ დუოს და ჩვენც მივხვდით, რომ მათი ხელმეორედ ვიზიტი გარდაუალი გახდებოდა, რისი დასტურიც, სწორედ 2 აგვისტოს ღამე იქნება. Kollektiv Turmstrasse-ს შემოქმედება ძირითადად მინიმალ ტექნოს და ტექ-ჰაუსის ჟღერადობით გამოირჩევა თუმცა სხვა ჟანრებთან ყოველთვის საინტერესო სინთეზს ახდენს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაკვრის პროცესში მათთვის მსმენელთან ინტერაქცია და ემოციების გაცვლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Tade – ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და უკვე DECODER-ის დიდი მეგობარია. მისი, როგორც მუსიკოსის წარმატება, 2012 წლიდან იღებს სათავეს. პირველი რელიზი, კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა. შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.

TADE თავისი შემოქმედებით ყოველ ჯერზე ახერხებს მსმენელის გაოცებას. სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო დიდი მოლოდინით ვხვდებით სცენაზე მის გამოჩენას.

Cosmic Love Rotation – ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. არტისტი, რომელიც გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით, რამდენიმე თვის წინ, DECODER-ის მარტის სერიაზე, სხვა მოწვეულ არტისტებთან ერთად მასპინძლობდა მსმენელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here